ალექსი პეტრიაშვილი: ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტის გასხვისება არ უნდა დაუშვას

თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ ხელისუფლებას ჩაერთოს მოლაპარაკებებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გასხვისების შესახებ. საუბარია კავკაზუს ონ-ლაინსა რუსეთის ვიმპელკომის გარიგებაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსული კომპანია მხოლოდ საცალო ბაზრის სეგმენტით არის დაინტერესებული და არა მაგისტრალური კაბელით.

თავისუფალი დემოკრატების მტკიცებით კი, ეს მოლაპარაკებები ყველა შემთხვევაში კითხვებს აჩენს.

“ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტის გასხვისება არ უნდა დაუშვას. უმნიშვნელოვანესია ამ პროცესის გამჭვირვალობა. ჩვენ არა ერთხელ გვინახავს ფარული მოლაპარაკებები, ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები ხელისუფლების მხრიდან,” – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმედიკოსთა მტკიცებით, ჩოხატაურში ე.წ ღორის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს აკვირდება