ალექსი პეტრიაშვილი: „დიქტატურა ვერ გავა!“

guka„დიქტატურა ვერ გავა!“ – ასე ეხმაურება „თავისუფალი დმეოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთან, პეტრიაშვილი სახელმწიფო მინისტრობიდან გადადგომის დროს ხუმრობით ნათქვამსაც იხსენებს და „ფეისბუქში“ წერს:

„2014 წლის 4 ნოემბერს, გადადგომის განცხადება რომ გავაკეთე, ნახევრად ხუმრობით გავიმეორე ცნობილი ფრაზა: “ახლოვდება დიქტატურა! დემოკრატია საფრთხეშია”! მაშინაც კი, საკმაოდ მაღალ ემოციურ ფონზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ნათქვამის რეალობად ქცევის საფრთხე დადგებოდა! დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სამშობლოს სამსახურისთვის 7-7 წლით ციხეში ჩასვეს. დღეს მინდა ასევე ცნობილი ფრაზით შევეხმიანო ხელისუფლებას: დიქტატურა ვერ გავა! ბიჭებს ციხეში არ დავტოვებთ! მათ ოჯახებს არ მივატოვებთ! ამ ხალხის გამწარებას არ შეგარჩენთ!“
ალექსი პეტრიაშვილი „ფეისბუქში“ ფოტოსურათებსაც აქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, 2015 წლის 19 ივნისსაა გადაღებული, როცა „კაბელების საქმის“ ფიგურანტები სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
„ეს ფოტოები მაშინ არის გადაღებული, როდესაც ერთხელ ეს ადამინები ციხიდან დავიხსენით! ისინი მალე ისევ გარეთ იქნებიან!“ – წერს პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშითამაზ ურთმელიძე მოსამართლე აღარ არის
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი