ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდურშია დაჭრილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

“მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

უწყების ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: ანა დოლიძე აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობოს ინტერესებს იცავდა
შემდეგი სტატია“ფოფხაძეს ბესელიაზე ზრუნვას ურჩევნია ბორჯომს მიხედოს”