ალექსი პეტრიაშვილი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება

news
: news თებერვალი 27, 2016 11:35

ალექსი პეტრიაშვილი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ამ დრომდე “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” რჩება.

საავადმყოფოს ექიმი ავთანდილ იმედაშვილი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ჩაუტარდება რამდენიმე გამოკვლევა, რის შემდეგაც საღამოს, სავარაუდოდ, გადაიყვანენ პალატაში.

“დღეს ვაპირებთ კიდევ ერთ გამოკვლევას. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნა, პალატაში გადავიყვანთ დღესვე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სულ მეკითხებიან, ექნება თუ არა დაინვალიდებას ადგილი. გარწმუნებთ, რომ მას მსგავსი არაფერი ემუქრება და გამოჯანმრთელების გზაზეა”, – აღნიშნა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

news
: news თებერვალი 27, 2016 11:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics