ალექსეი კუდრინი: აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბევრად უფრო საშიშია

რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსეი კუდრინი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ახალი სანქციები, რომლებიც კონგრესმა მიიღი და რომელსაც ხელი პრეზიდეტმა ტრამპმა მოაწერა, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ადრე დაწესებული სანქციები. ამის შესახებ მან განაცხადა ლექციაზე, რომელიც წაიკითხა “კლუბ 418” -ში, იტყობინება რუსული ტელეარხი “Дождь”.
“ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გათვიცნობიერებული ახალი სანქციების ძალა. ახლა უკვე არა მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ თანამშრომლობა სანქციებში მოხვედრილ რუსულ ბანკებთან და კომპანიებთან, არამედ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით…და თუ ასეთი რამ მოხდა, უკვე ეს კომპანიებიც მოხვდებიან სანქციების ქვეშ”, – თქვა კუდრინმა.
კუდრინის აზრით, ბევრ ევროპულ კომპანიას შეეშინდება სანქციების სიაში შეყვანილ რუსულ საწარმოებთან თანამშრომლობა. “ჩვენ ამას ვიგრძნობთ უკვე უახლოეს პერიოდში, რადგან სანქციები ძალაში შედის სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში”, – განაცხადა რუსეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტმა.
მან არ გამორიცხა, რომ სანქციების სია მომალში შეიძლება გაიზარდოს.
შეგახსენებთ, 28 ივლისს აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები. მოგვიანებით მას ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიქურთისტანის რეფერენდუმის პირველადი მონაცემები
შემდეგი სტატიაგარდაბანში სიძემ ცოლის ძმა შემთხვევით სანადირო თოფით მოკლა