“ალექსანდროველები” სამხედროები იყვნენ, მიფრინავდნენ ომში და დაიღუპნენ”

 

“ალექსანდროველები” სამხედროები იყვნენ. მიფრინავდნენ ომში. დაიღუპნენ. სამხედროები იღუპებიან საომარი მოქმედებისას. ამ კატასტროფამ, შესაძლოა, “ალექსანდროველები” ალეპოში დაღუპულთა გვამებზე სამარცხვინო ღრეობას ააცილა, რომლებიც მათმა თანმებრძოლებმა დახოცეს” -წერს ევროპარლამენტარი  “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154 დღეს დილით სოჭთან დაიკარგა რადარებიდან. ის სირიის პროვინცია ლატაკიაში მიემართებოდა და პრაქტიკულად, აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი, მათ შორის 65 მუსიკალური გუნდის წევრი და 9 რუსი ჟურნალისტი.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ძალოვან სტრუქტურებში ტერაქტის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას საშიში ცხოვრება უსურვა
შემდეგი სტატიაპაკისტანი ისრაელს ატომური იარაღით ემუქრება