ალექსანდრე ლუკაშენკომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეცვალა

ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ნატალია კოჩანოვა დაინიშნა. დაინიშნა, ასევე, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ის ანდრეი პავლიუჩენკოა, რომელიც ადრე იმავე სტრუქტურაში სამმართველოს ხელმძღვანელად მუშაობდა.

12 დეკემბერს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბელორუსის სპეცსამსახურებს რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარების ნებას რთავს. დოკუმენტი რუსეთ-ბელორუსის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დამტკიცდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის პრემიერის პოსტზე მუსლიმი სევილ შაიდეხია წარდგენილი
შემდეგი სტატია“დეიშ ალ-ფახტის” განცხადება რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ყალბია