ალექსანდრე ჯეჯელავა : ვიდეო გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო აღარ იქნება

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლების პროფესიული განვიტარების ახალ პროგრამაში ცვლილებები შევა.

მთავრობის სხდომაზე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საპილოტე სქემა დასრულებულია, თუმცა გამოიკვეთა ხარვეზები, რომელთან დაკავშირებითაც, სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო.

“საქმე ეხება მასწავლებლების განვითარების სქემას, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში იგეგმება როგორც ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე, კრედიტებზე აგებული სქემა. საპილოტო სქემა ამის დასრულებულია. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად მხარს უჭერენ, რაც პირველად ხდება. გამოვლინდა იქ ხარვეზები და ერთ-ერთი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილის კომპონენტი, რომელიც ძალიან რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. სხვა ცვლილებებთან ერთად, სქემას ვანვითარებთ. ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე გვქონდა კონსულტაციები მასწავლებელთა პროფესიულ კავშირთანაც, ჩვენს სამსახურებთან, გავაჩენთ ალტერნატივას, არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად მოველით, რომ გაცილებით უფრო მოტივირებული იქნება მასწავლებელი, რომ შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს და ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსწავლეებს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : იმედი მაქვს, პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ
შემდეგი სტატიამთავრობამ რთველი 2016-ის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო