ალექსანდრე ჯეჯელავა: ვაპირებ, რომ პარლამენტარებს ჩავუტარო გაკვეთილი

ჩოხატაურელ პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვისათვის საკითხები შეამციროს.

თუმცა, მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის.

“თქვენთან, პარლამენტთან, ყველასთან მომიწევს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდება. თუმცა ვაპირებ დავამტკიცო, რომ ვერ ვასწავლით ამით და ვაპირებ, რომ პარლამენტარებს ჩავუტარო ორსაათიანი გაკვეთილი წილადებში და ერთი არ ჩაუბარებიათ წარმატებით! მგონი, რომ ვერ ისწავლიან და მერე მიხვდებიან, რომ რაღაც შესაცვლელია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ “გურია ნიუსის” ინფორმაციით.

მისივე თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმის შეცვლასთან ერთად, მისი მიზანი “ბუას” სცენიდან გაყვანაა:

“ისე მოხდა, რომ სამინისტრო გადაიქცა მასწავლებლების არა მხარდამჭერ მეგობრად, არამედ ბუად, რომელიც პერიოდულად იმუქრებოდა. ვცდილობ, ვმუშაობ, რომ ეს განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ფულს მასწავლებლებს ვუხდით იმისთვის, რომ ასწავლონ ბავშვებს და თუ შეაშინებ, დასტრესავ, ის აღარ არის მასწავლებელი. პირობას გაძლევთ, რომ ვიდრე მე აქ ვარ, უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა”, – მიმართა პედაგოგეგბს განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ცოლი მიშელ ობამას გამოსვლის პლაგიატში გამოიჭირეს
შემდეგი სტატიაე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული რომან სურმანიძის მამა – “სახლში ჩიტის თოფიც არ გვქონია არათუ ავტომატი”