ალექსანდრე ჯეჯელავა: “მკაცრად დაისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურსს გამოიყენებს პოლიტიკურ პროცესებში”

გაანათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მასწავლებლებზე არჩევნებისთვის ზეწოლა ხდება, ოპონენტების მხრიდან გავრცელებულ სიცრუეს უწოდებს.

ჯეჯელავას თქმით, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სისტემა აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია.

“სამწუხაროა, რომ ჩვენს ოპონენტებს ბრალდებების გარდა, სხვა პოლიტიკური საკუთარი დღის წესრიგი არ ყოფნით მყარი პოზიციებისთვის. ეს არის სრული სიცრუე. პედაგოგებზე ზეწოლა ადრე, ქართულ რეალობაში იყო, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია ეს სისტემა. პირადად შევხვდი 9 ათასამდე პედაგოგს და ამის შესახებ პირადად ვუთხარი.

სკოლა და ჩვენი მოსწავლეები ყველანაირად უნდა დავიცვათ ამ ხრიკებისგან. რესურსცენტრებთან მქონდა პირდაპირი საუბარი ამის შესახებ, რომ არც ერთი პარტიის, მათ შორის, არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან არანაირი აქტივობა სკოლის კონტექსტში და სამუშაო საათების კონტექსტში არ უნდა ყოფილიყო. თუ ასეთი დარღვევები იქნება, ამაზე რეაგირებას აუცილებლად გავაკეთებ ადმინისტრაციულად”, – განაცხადა ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, სრულად გათავისუფლდეს ეს სისტემა იმ მანკიერი პრაქტიკისგან, რაც წინა ხელისუფლებაში იყო.

“პირადად ჩემი მანდატია, მოგეხსენებათ, უპარტიო ვარ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, სრულიად გათავისუფლდეს ი მანკიერი პრაქტიკა, რომელიც თავის დროზე შეიქმნა. ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი აქვს. შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში, კონკრეტუილ მასწავლებელი, ან კონკრეტული დირექტორი, რაღაც თავის ინიციატივით, რაღაცას აკეთებდეს და ეს ძალიან მკაცრად დაისჯება, რადგან ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული სკოლა, იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მისი თქმით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს.

“ჩვენამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა. როგორც კი, ასეთი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად, მომენტალურად, რექციას გავაკეთებთ და ძალიან მკაცრად დაისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურს გამოიყენებს პოლიტიკურ პროცესებში. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა მასწავლებელს, ყველა მშობელს, რესურსცენტის ყველა თანამშრომელს აქვს სრული თავისუფლება, თავისი პოლიტიკური მოსაზრება გამოთქვას კიდევაც აქტიურად, ოღნდ ეს უნდა მოხდეს სასმახურის გარეთ, სკოლის შენობის გარეთ, სკოლის ადმინისტრაციული ფარგლების გარეთ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” საპარლამენტო წინასაარჩევნო გამოკითხვა
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის ფაქტზე: ეს არის ოკუპაციის გაგრძელება