ალექსანდრე ჯეჯელავა : გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. რექტორს დღეს აკადემიური საბჭო აირჩევს. აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტებას აკეთებს:

„გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება. გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან საჯარო. შესაბამისად, ვისაც უნდა, რომ პრეტენზია ჰქონდეს, შეძლებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ თუ ვინმეს ხელში დამოუკიდებელი და ძლიერი შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, მათ შორის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ასეთი რექტორი იქნება. სხვა კანდიდატებიც ასევე ძალიან კარგია, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი : შევარდნაძე რომ ცოცხალი იყოს, “ქართული ოცნების” სიაში იქნებოდა
შემდეგი სტატიათამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის შუალედური ანგარიში წარუდგინა