ალექსანდრე ჯეჯელავა: ძალიან გამიხარდებოდა, თუ თსუ-ს გია შარვაშიძის მსგავსი რექტორი ეყოლებოდა

დარწმუბეული ვარ, რომ გია შარვაშიძე არის საუკთესო მენეჯერი განათლების სფეროში, -ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თსუ-ს რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, გია შარვაშიძის შესახებ კითხვაზე განუცხადა.

„ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ყველა არჩევნებს სერიოზულად განიხილავს. ვისაც ვინ მოსწონს, იმას მისცემს ხმას, თუმცა ძალიან გამიხარდებოდა, თუ თსუ-ს შარვაშიძის მსგავსი რექტორი ეყოლებოდა“,- აღნიშნა ჯეჯლავამ.

მისივე თქმით, რაც უფრო ძლიერი რექტორი ეყოლება უნივერსიტეტს, მით უფრო რთული იქნება მის საქმეში ჩარევა.

„ამას სჭირდება სწირედ შარვაშიზიძი დონის მენეჯერი“,- აღნიშნა განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები
შემდეგი სტატიახუნდაძის „სქესობრივი ცხოვრების გზამკვლევი“ ჩინოვიკებისთვის