ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წევრებს ხვდება

განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აუდიტორია 115“-ის წევრებს ხვდება. ალექსანდრე ჯეჯელავასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრას არ ესწრება არც სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღევანდელ შეხვედრაზე აპირებს სტუდენტების პოზიცია მოისმინოს.

„თუ კანონი იქნება შესაცვლელი, აუცილებლად შევცვლით, ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც სტუდენტური გარემოდან მოდის, სერიოზულად უნდა მივუდგეთ და აუცილებლად უნდა მიეცეს განხორციელების საშუალება. ყველა ჯგუფის ინტერესია უნივერსიტეტი ძლიერი გახდეს. ამ ხალხის ხედვა განსხვავდება მიზნის მისაღწევად, ვეცდებით, რომ ხედვები შევაჯეროთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზალიბერალიზაციის ჯილდოს მივიღებთ
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის მხარე სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს