ალექსანდრ ვერშბოუ: ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას, რომელზეც რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას

ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას, რომელზეც რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ ბულგარეთის დედაქალაქში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლაში ვერშბოუმ აღნიშნა, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

„კრემლის ფარული ჩართულობა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას „გაყინულ“ კონფლიქტებში ქმნის არასტაბილურობის გაურკვეველი დროით გახანგრძლივების საფრთხეს“, – განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაში რიგ ინსტრუმენტს იყენებს და საქართველოსა და უკრაინას ეხმარება პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში.

ალექსანდრ ვერშბოუმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს თანამშრომლობის გაუმჯობესებას საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის, რათა მოხდეს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ საკრებულოს წევრობის კანდიდატი წყალტუბოშიც წარადგინა
შემდეგი სტატია“ასეთი მოთხოვნა და შეფასება არარეალურია”- ეკა ბესელია აშშ-ის კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება