ალექსანდრ ვერშბოუ: კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ჩვენთაგანს აწუხებს

კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოს არამედ ყველა ჩვენთაგანს აწუხებს,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსისგან განსხვავებით რუსეთი ცდილობს ძალის გავლენით იყოლიოს მოკავშირეები.

„ჩვენ ვცდილობთ ამას შეძლებისდაგვარად დავუპირისპირდეთ. ერთერთი ასეთი კარგი მცდელობა სწორედ ასეთი საინფორმაციო ცენტრებია, სადაც ახლა ვიმყოფებით“,- განაცხადა ვერშბოუმ.

რუსული პროპაგანდა და ქართული მედიაა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრ ვერშბოუსთან ქართველი ჟურნალისტების შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ჟურნალისტების შეკითხვებს ალექსანდრ ვერშბოუსთან ერთად ალიანსის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიპარიზში გაზის ბალონებით სავსე საეჭვო მანქანა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაობამამ ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრა გააუქმა