ალეპოში, სავარაუდოდ, ხალხის ახალი ევაკუაცია დაიწყება

სირიული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ალეპოდან ხალხის ევაკუაცია იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი შეიარაღებული ამბოხებულები უფლებას დართავენ ხალხი მათ მიერ დაპყრობილი სოფლებიდან ალ-ფუადან და კეფრაიადან გამოიყვანონ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმება, რომლიც 17 დეკემბერს დაიდო მტრულ მხარეებს შორის, ზუსტად ამ სოფლებიდან ხალხის გამოყვანასაც გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე ალ-ფუადან1250 და ალეპოში დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია უნდა მოხდეს, შემდეგ კი 1250 ადამიანი კეფრაიდან და ისევ ალეპოდან.
გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ ალეპოში დაახლოებით 40 ათასი ადამიანია დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) გერმანიის პოლიციამ ბულგარელი დააკავა, რომელმაც მეტროს კიბეებში ქალს წიხლი ჩაარტყა