ალეპოში რუსებმა კიდევ 50 ადამიანი მოკლეს

14724281_655876554572535_2147444610_oსირიული წყაროების ცნობით, ბოლო ერთი დღის მანძილზე რუსული ავიაციის დაბომბვებს ალეპოს შემოგარენში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა…
გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოს გარეუბნებში ბუსტან ალ-კასრში და მალიფჯიში რუსულ ავიადარტყმებს სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა… ასზე მეტი კი დაიჭრა. სამოქალაქო თავდაცვის აქტივისტები ნანგრევებში მოყოლილი ათეულობით ადამიანის გადარჩენას ცდილობენ. სირიული წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსული ავიაცი განსაკუთრებით აქტიურად ბომბავს საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს ალეპოში.
ბაშარ ასადის მხარდამჭერი საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასადის რეჟიმი უფლებას აძლევს ოპოზიციურ ძალებს ოჯახებთან ერთად დატოვონ ალეპო, რისთვისაც კორიდორს სთავაზობს. თუმცა ოპოზიციონერი მებრძოლები ალეპოს დატოვებას მარცხის აღიარებად განიხილავენ და არ აპირებენ ასადის წინადადების მიღებას.

banner
წინა სტატიაში„ოცნება“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ხსნის და მის ადგილს ირაკლი ჩიქოვანს სთავაზობს?
შემდეგი სტატიაDaily Signal: „მოსკოვი სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური სიტუაციის დაძაბვას შეეცდება“