ალეპოში ქიმიური შეტევისას ქლორი იყო გამოყენებული

ალეპოში ქიმიური შეტევისას ქლორი იყო გამოყენებული

დაჯგუფება “ჯეიშ ალ-ისლამის” ბოევიკებმა სირიის ქალაქ ალეპოში ქლორი გამოიყენეს – ასეთი აზრი გამოთქვა ორგანიზაცია “წითელი ნახევარმთვარის” ექიმმა, რომლის აზრითაც, შეიხ მასკუდის რაიონში დაზარალებულებს ქლორით მოწამვლის ყველა ნიშანი აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, რომ შეიხ მაკსუდის რაიონში ბრძოლისას ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ოთხი ადამიანი მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქლორი აკრძალული ნივთიერებების სიაში შედის.
სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაო ომი.

banner
წინა სტატიაშიუკანასკნელი 8 თვის მანძილზე ფიდელ კასტრო პირველად გამოჩნდა პუბლიკის წინაშე
შემდეგი სტატიამთიან ყარაბაღში ცხედრების მოსაძებნად ცეცხლს შეწყვეტენ