ალეპოში მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია შეჩერებულია

აღმოსავლეთ ალეპოდან ევაკუაცია შეჩერებულია. სირიის კონფლიქტის სხვადასხვა მხარეები ერთმანეთს აბრალებენ ცეცხლის გახსნას და შეთანხმების ჩაშლას.
სირიის სახელმწიფო ტელევიზია და არმია ირწმუნება, რომ ამბოხებულებს ტყვეების გატაცება უნდოდათ, რამაც სროლები გამოიწვია. შეიარაღებული ოპოზიცია კი სირიის არმიას სდებს ბრალს საევაკუაციო ავტობუსების დაცხრილვაში. “ვფიქრობ, სროლის ბრძანება რუსებისგან მოდიოდა, რომლებიც ამ რაიონში სიტუაციას აკონტროლებენ” – განაცხადა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ხოფმა. ადრე, რუსეთის თავდაცვაში განაცხადეს, რომ ევაკუირებულ კოლონებს რუსი სამხედროები აცილებენ.
ხოფი ამბობს, რომ საავადმყოფოები, რომელიც ქალაქის დასავლეთით მდებარეობს და სადაც დაჭრილები გადაყავთ, უკვე გადავსებულია.
ამავე დროს, რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ამბოხებულების და მათი ოჯახების ევაკუაცია დასრულებულია – რუსული მედია ავრცელებს. თვითონ, შეიარაღებული ოპოზიციის თქმით, კი ქალაქიდან ყველა არ არის გაყვანილი -წერს  “ბიბისი”.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გუშინ დაიწყო და დღეს დილამდე გრძელდებოდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი წუხელ არ დარღვეულა – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ლიდერები სირიის კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლას გააძლიერებენ