ალეპოში მეჩეთის დაბომბვას 40 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, ალეპოს პროვინცია ალ-ჯინაში მეჩეთის დაბომბვას 40 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეჩეთი ამერიკულმა ავიაციამ დაბომბა.
მშვიდობიან მოსახლეობაში ახალი მსხვერპლის შესახებ ინფრომაცია ბრიტანეთში განთავსებულმა სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.
“რეიდის დროს ამოუცნობმა თვითმფრინავებმა ალეპოს პროვინციაში მეჩეთი დაბომბეს” – მონიტორინგის ცენტის ხელმძღვანელმა რამი აბდელ რახმანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს გარდა დაშავებულია დაახლოებით ასი ადამიანი.

ამერიკული ჯარების ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა, რომ ამერიკულმა ჯარებმა მართლაც დაბომბეს შემოგარენი, მაგრამ, მხოლოდ “ალ-ქაიდას” დისლოკაციის ადგილი და არა მეჩეთი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის შვილის ემოციური სტატუსი
შემდეგი სტატიამამაკაცს, რომელიც ობამას მოკვლით იმუქრებოდა, 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს