ალეკო ელისაშვილმა მოსალოდნელ პროვოკაციაზე განცხადება გააკეთა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით “ქართული ოცნების” კონტროლირებადი ვებგვერდებიდან ხვალ საღამოს ჰაკერული თავდასხმის მეშვეობით,ელისაშვილის ოფიციალური Facebook გვერდის გატეხვა იგეგმებოდა,რომ გავრცელებულიყო ინფორმაცია,თითქოს მან კანდიდატურა მოხსნა.მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ეს არის სიცრუე და მოუწოდებს ამომრჩეველს,მაღალი აქტივობისკენ.

“მაქვს ინფორმაცია,რომ “ქართული ოცნების” კონტროლირებადი ონლაინ გვერდებიდან,ჩემს Facebook გვერდზე,ხვალ საღამოს იგეგმებოდა ჰაკერული შეტევა.სურთ,რომ გატეხონ ჩემი ოფიციალური Facebook გვერდი და დაწერონ ინფორმაციის სახით,თითქოს მე მოვხსენი კანდიდატურა,რომ ხალხი და კონკრეტულად,ჩემი ამომრჩეველი დააბნიონ და შეცდომაში შეიყვანონ. ეს არის სიცრუე. მე არ მოვხსნი კანდიდატურას და მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხოს ხმების მითვისება და არჩევნების გაყალბება”, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ჩემი ცოლის დაქალები“ შაბათ-კვირას ეთერში არ გავა
შემდეგი სტატიაშ.პ.ს. “გაზპროექტი 2009”- წალენჯიხის რაიონში საგაზიფიკაციო სამუშაოებს იწყებს