ალეკო ელისაშვილი:”ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება”

ალეკო ელისაშვილ

ELISASHVILIდედაქალაქის მერის იმპიჩმენტთან დაკავშრებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. ალეკო ელისაშვილი ამ ფაქტს არ გამორიცხავს.

“ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მისი განმარტებით, გუშინ საკრებულოს კრიტიკულად განწყობილ და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ იყო.

გუშინვე იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ ბიუჯეტის პროექტის შესაძლო ჩაგდება და ამ შემთხვევაში დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არ გამორიცხა. დღეს კი უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათთვის გაუგებარია ამ განცხადების საფუძველი და განაცხადეს, რომ იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება.

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ამ დრომდე გრძელდება მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა. დღესვე დოკუმენტზე საკრებულოს სხდომაზე უნდა იმსჯელონ. დეპუტატების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დაბრუნდება თუ არა პროექტი უკან მერიაში და გაითვალისწინებს თუ არა მერია საკრებულოს შენიშვნებს.

banner
წინა სტატიაშიმალის სასტუმროში 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს
შემდეგი სტატიამალის დედაქალაქში შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა