ალეკო ელისაშვილი: თამაზაშვილებს რვა ოჯახისთვის ბინები ხელიდან გამოვგლიჯეთ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, ყოფილი ოლიმპიური ვარსკვლავის მშენებლობის თემაზე უსახლკაროდ დარჩენილი 8 ოჯახის შესახებ ინფორმაციას კურიერთან ყვება და ამბობს, რომ ამ ადამიანებს უსახლკაროდ დარჩენა აღარ ემუქრებათ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ მოქალაქეებს დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენლები და დაჰპირდნენ, რომ რვავე ოჯახს სახლები ახლადაშენებულ კორპუსში ექნებათ.

„ამიტომ ვარ პოლიტიკაში, რომ ასეთ ადამიანებს დავეხმარო. ეს ადამიანები არიან ბედნიერები. ასეთ საშიშ ადამიანებს დავუკავშირდით და თამაზაშვილებს გამოვგლიჯეთ ხელიდან ბინები. არ მადარდებს, რომ ეს საშიში ხალხი მყავს გადაკიდებული,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ამ ბინძურ ხალხს პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე
შემდეგი სტატიათურქეთში ოთხი წლის წინ დაზიანებული ქართული თვითმფრინავი აღმოაჩინეს