ალეკო ელისაშვილი: ტელეფონის “ინბოქსში” მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ მისი ტელეფონის “ინბოქსში” მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მესიჯები არ იყო, თუმცა ამტკიცებს , რომ შეტყობინებები მობილურის მკარ დისკზე ინახება.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მყარ დისკზე შენახული სმს-ების ამოღების მიზნით ტელეფონს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა.
“საინტერესოა, ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო? ვიზუალური დათვალიერების დროს ტელეფონის “ინბოქსში” მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება. იმიტომ დავტოვე ჩემი ტელეფონი, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. რატომ იჩქარა პროკურატურამ და გამოძიების დასრულებამდე რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო? მე მაინტერესებს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა და არა ვიღაც გაცისკროვნებული ყმაწვილის განცხადება”, – განაცხადა ალეკო ელიშასვილმა.
მისივე მტკიცებით, სმს-ები, რომელზეც პროკურატურამ გუშინ განცხადება გააკეთა, ე.წ. შეწყალების საქმეში გადამწყვეტი არ არის.
“ნელ-ნელა მინდა გამოვუზოგო პროკურატურას რაღაცები. ვიცი რასაც აპირებს, თუმცა სხვა რაღაცებით გავხლართავ პროკურატურას, რომლისგანაც საქმის ჩაფარცხვის მცდელობას აქვს ადგილი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: პრეზიდენტის დაკითხვა პრობლემას არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიასასამართლომ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა პროცესის გადადებაზე დააკმაყოფილა