ალეკო ელისაშვილი: ოროსანი ბავშვიც კი არ დაწერდა ასეთ დასკვნას

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ე.წ „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დასტურდება. აღნიშნულის შესახებ კომენტარი საკრებულოს დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა:

„პროკურატურა მუშაობდა ჩაფარცხვაზე და მათი ჭკუით ჩაფარცხეს, თავს იტყუებენ, ისეთი დასკვნა დაწერეს, რომ ვკითხულობდი სიცილით ვკვდებოდი, ოროსანი ბავშვიც კი არ დაწერდა ასეთ დასკვნას. ამას პუნქტობრივად სხვა დროს გავყვები, მაგრამ ფაქტი ერთია, მაქსიმალურად ხელი დააფარეს ბესელია-კობახიძეს, თუ ჰგონიათ, რომ სამარადჟამოდ შერჩათ ეს ყველაფერი, ძალიან ცდებიან, მე ჩემსას მივაღწიე, საზოგადოებას ვუთხარი, სინამდვილეში ვინ არის ეს ხალხი მათ ბედს რომ წყვეტს და სინამდვილეში ვინ არიან ეს ქალები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული აღჭურვილობით მომარაგდება