ალეკო ელისაშვილი – მოვუწოდებ ნარმანიას, მორჩეს წინასაარჩევნო მაიმუნობებს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას მოუწოდებს, „გაჩერებული 50-მდე ლურჯი ავტობუსი გამოიყვანოს“.

კანდიდატის განცხადებით, ახალი 143 ლურჯი ავტობუსიდან თბილისის მერია მხოლოდ ნაწილს იყენებს. 50-მდე ავტობუსი კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ნომერ მეორე ავტობაზაზე ამ დრომდე უფუნქციოდ დგას.

“მერიას ჩემოყვანილი ავტობუსების მხოლოდ ნაწილი გამოყავს. თბილისის მერიას არ ადარდებს, რომ ხალხი ამ სიცხეში იხრუკება. მისცენ მითითება, რომ გამოიყვანონ ყველა ავტობუსი. მოვუწოდებ ნარმანიას, მორჩეს ამ წინასაარჩევნო მაიმუნობებს”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ელისაშვილი მერიის წარმოამდგენლებს ამ თემაზე, დამოუკიდებელმა კანდიდატის თქმით, მერიაში პასუხობენ, რომ ახალ ავტობუსებს ესაჭიროებათ ადაპტაცია დაასევე გარკვეულ დროს მოითხოვს გაზზე გადაყვანის პროცედურები.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თემასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიგურიის გუბერნატორად მერაბ ჭანუყვაძის კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიაბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა