ალეკო ელისაშვილი მეორე ტურისთვის ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

“პირველ ტურში ხელისუფლება და სახელისუფლებო კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუკი სხვა კანდიდატების მხარდამჭერები იმის გამო, თუნდაც რომ ჩათვლიან, მაინც ყველაფერი გადაწყვეტილია და აზრი არ აქვს, ან უბრალოდ დაეზარებათ შაბათ დღეს ადგომა და არჩევნებზე წასვლა, მხოლოდ ამის გამო, თუ ამომრჩევლები, სხვა კანდიდატების მხარდამჭერები არ მივლენ არჩევნებზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში აიღებს, პირველ ტურში მიაღწევს გამარჯვებას “ქართული ოცნება”, – თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“ანუ რას ნიშნავს, რომ ჩემი მხარდამჭერები, ზალიკოს მხარდამჭერები, ელენეს მხარდამჭერები თუ არ მივლენ არჩევნებზე, მაშინ გაიმარჯვებს ხელისუფლება, მარგამ თუ პირიქით მოხდება და ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერები არ დაიზარებთ არჩევნებზე მისვლას, მაშინ აუცილებლად იქნება მეორე ტური” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კუკავამ იუსტიციის სახლთან აბრა „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ გააკრა