ალეკო ელისაშვილი: კორუმპირებული პოლიტიკოსები უნდა დაისაჯონ

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ალეკო ელისაშვილის თქმით, კობა კობახიძის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმის მიმართ დეპუტატ მანანა კობახიძეს არაჯანსაღი ინტერესი ქონდა.

“და-ძმა იყვნენ თუ არა ასე აქტიურად ჩართული, არ ვიცი, მაგრამ და რომ იყო ნამდვილად ვიცი. კორუმპირებული პოლიტიკოსები უნდა დაისაჯონ, რადგან ისინი პრეტენზიას აცხადებენ ქვეყნის მართვაზე,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილმა ადვოკატმა კოკაინის ცნობილ სკანდალში მანანა კობახიძისა და ვიცე სპიკერის ძმის – თედო კობახიძის როლზე ისაუბრა. იურისტის განცხადებით, მათ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს შეწყალების გარანტია მისცეს და ადვოკატთან რამდენიმე ათას დოლარიანი ჰონორარის შესახებ მოლაპარაკებებსაც, ზაუტაშვილის ოჯახის ნაცვლად აწარმოებდნენ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი: იუსტიციის საბჭოდან პრემიების შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მივიღე
შემდეგი სტატიაკახა კალაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან პირველის ფარული შეხვედრები ვენაში