ალეკო ელისაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ექსპრემიერის გუშინდელ ეთერს ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ივანიშვილს 4 წლის წინანდელ დროში ჩარჩენილი და ყავლგასული უწოდა.
,,ბიძინა ივანიშვილი ჩვენს თვალწინ ხურდავდება, იფუშება და ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება. დღევანდელი ინტერვიუ ამის დასტურია. ვინც მას აკრიტიკებს, ან კრიტიკულ კითხვას უსვამს ყველა ნაციონალი ჰგონია. სალომე ასათიანის უაღრესად მშვიდი და საქმიანი კითხვებიც კი ასე აფიქრებს. ეს ადამიანი მიჩვეული იყო ბიზნეს იმპერიის მართვისას უსიტყვო მორჩილებას, მერე მიეჩვია სახალხო აღტაცებას, ახლა სხვა რეალობა რომ დადგა ვერ ხვდება რომ აღტაცებამ გაიარა, ის მხოლოდ ბიზნეს მფლობელ-მმართველი არაა, ყველამ იცის რომ ის რეალური მმართველია ამ ქვეყნის. მისი სიტყვა აღარ ჭრის, მისი ნდობა ილევა. უბრალოდ მას ამის აღქმა უჭირს, მაამებელ-ვაზელინები არწმუნებენ რომ ის ისევ დიიიდი კუმირია და ვინც მას აკრიტიკებს ყველა ნაციონალია. მოკლედ ბიძინა ივანიშვილი 4 წლის წინანდელ დროში ჩარჩა, მას ყავლი გასდიდა ამას ვერ ხვდება. სალომე ასათიანი კი არის მშვიდი, წყნარი და ძალიან კვალიფიციური ჟურნალისტი“ – წერს ელისაშვილი

banner
წინა სტატიაში“თსუ წინა ხელისუფლების პოლიტიკური მოტივაციით დაკომპლექტებული საბჭოების ინტერესებით იმართება” – „აუდიტორია 115“
შემდეგი სტატიარადაში ეჭვობენ, რომ სავჩენკო კრემლის დაკვეთით გადატრიალებას აპირებს