„ალბათ შესაძლოა, რომ პროცესი წარიმართოს კიდევ უფრო გამჭვირვალედ“-კვირიკაშვილი “რუსთავი 2”-ზე

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, მედიის თავისუფლების კუთხით საერთაშორისო ორგზანიაციებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ს საკითზე მოდავე მხარეებმა რაიმე ტიპის შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რათა მაქსიმალურად ნეიტრალური და პროფესიულად დაკომპლექტებული საბჭო იქნას შერჩეული.

„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მთავრობის ძალიან მტკიცე პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ამ საკითხთან მიმართებაში. ასევე გაგაცნობთ ჩემ მყარ პოზიციას სასამართლოში ჩაურევლობასთან დაკავშირებით, 2 დღის წინ მე გამოვთქვი ჩემი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ალბათ შესაძლოა, რომ წარიმართოს კიდევ უფრო გამჭვირვალედ, რადგან ნებისმიერი კითხვა, რომელის შეიძლება არსებობდეს პროცესშივე იქნას პასუხგაცემული. ასევე ვფიქრობ, რომ ვინაიდენ ჩვენ მივიღეთ ე.წ. გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საბოლოო შედეგი სასამართლო პროცესის, ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ მოდავე მხარეებმა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ, რათა მაქსიმალურად ნეიტრალური და პროფესიულად დაკომპლექტებული საბჭო იქნას შერჩეული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, პროფესიულად დაკომპლექტებული საბჭო უნდა იქნას შერჩეული, რომელიც უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას.

„პროფესიულად დაკომპლექტებული საბჭო უნდა იქნას შერჩეული, რომელიც უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას. ხაზს ვუსვამ დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არაა, კერძო მედია კომპანიების პოზიციები და სარედაქციო პოლიტიკის ობიექტურობა ვუზრუნველყოთ. ეს საბჭო იქითკენ უნდა იყოს მოწოდებული, რომ უზრუნველყოს მედიაკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა და არა ობიექტურობა. მგონია, რომ ასეთი მექანიზმის შექმნა მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ გაფანტულიყო ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის რაიმე ტიპის მცდელობა მთავრობისგან, რომ კონტროლი განახორციელოს. თუ გადახედავთ მედიაგარემოს და სარედაქციო პოლიტიკას სხვადასხვა მედიაკომპანიების, მე არ მგონია, რომ ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ტიპის კონტორლი ხორციელდება საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი პროგრესი. ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ დინამიკაში თუ შევაფასებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ვფიქრობ, რომ პროგრესი არის აბსოლუტურად აშკარა და ყველა ადამიანი, რომელიც ამას ობიექტურად შეხედავს, ამ პროგრესს აუცილებლად დააფიქსირებს“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარი: უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საგარეო ფრთა ამ შემთხვევაში მოისუსტებს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: მოშიმშილეთა რიცხვი რამდენიმე დღეში კიდევ 500-მდე გაიზრდება