ალასანია პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერისთვის მუქარისა და შანტაჟის ეს ფორმა მიუღებელია.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდება და აცხადებს, რომ საქმის გახსნა პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერსებში უნდა შედიოდეს.

“ეს მუქარა არ არის ჩემს შემთხვევაში პირველი. წლების მანძილზე იყო დაანონსებული, წინა ხელისუფლების დროსაც, ამ ხელისუფლების დროსაც. რაც არა აქვთ, იმას ვერ აჩვენებენ, მაგრამ, თვითონ ფორმა, მოვლენა არის დასაგმობი. ეს არის ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა. აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა მთელ საზოგადოებას, ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში და სწორედ ამიტომ დავიჯერე, რომ ის წარსულის გადმონაშთები, ვინც ამას აკეთებს, დამარცხდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი სკეპტიციზმი არ მინდა გამოძიებაში შევიტანო. იმედი მაქვს და იმაშიც ვარ გულწრფელად დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა უნდოდეს ამისი გამოძიება, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს მას აყენებს ჩრდილს”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში, რომელშიც ახალი კადრების გავრცელების მუქარა დაანონსდა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიაც არის მოხსენიებული.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე თსუ-ში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს, შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე არასამთავრობო სექტორს შეხვდება