„ალ-ქაიდას“ ტერორისტები სამგზავრო თვითმფრინავების აფეთქების ახალ მეთოდებზე მუშაობენ

CNN-ის ცნობით, ტერორისტები ასაფეთქებელი ნივთიერებების „ნოუთბუქებისა“ და „პლანშეტის“ ელემენტებით გადატანის ვარიანტებს განიხილავენ.
ამის გამო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში აკრძალეს ელექტრონული მოწყობილობების გადატანა, რომელიც მობილურ ტელეფონზე დიდია.
ტელეარხის წყაროს ცნობით, აკრძალვის ინიციატივა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ასევე, აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნებისგან წამოვიდა.
ამასთან, აკრძალვა ეხება რეისებს ეგვიპტიდან, იორდანიიდან, მაროკოდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთსა და გაერთიანებული ემირატებიდან. ბრიტანეთის ანალოგიურ სიაში ტუნისი და ლიბანია დამატებული, შამაგიეროდ, არ არის მაროკო და კატარი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ქართული ოცნება რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში
შემდეგი სტატიაკიევში საქართველოს მოქალაქესგან იარაღის არსენალი ამოიღეს