(video) აკტობეში ტერორისტების თავშესაფრის განადგურების ვიდეო გამოქვეყნდა

დღეს დილით, ყაზახეთის აკტობეში, სპეცოპერაციის მსვლელობისას ოთხი ტერორისტი და მათი ერთი თანამზრახველი გაანადგურეს. სამართალდამცველებიდან ორი დაჭრილია.
დღესვე ყაზახეთის გენპროკურატურამ ტერორიზმის მუხლით 5 ივნისს აკტობეში მომხდარ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა – უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრეი კრავჩენკო აცხადებს.
უფრო ადრე პროკურატურამ აკტობეს საქმესთან დაკავშირებით 20-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა სხვადასხვა მუხლით.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ქალაქს ექსტრემისტული დაჯგუფებები დაესხნენ თავს. შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 38 ადამიანი – ტერორისტები იარაღის მაღაზიას დაესხნენ თავს. მაღაზიასთან ახლოს მოკლეს მისი მფლობელი და დაცვის წევრი. მაღაზიის შტურმისას დაიღუპა სამი სამართალდამცველი.
დღევანდელი მონაცემებით სულ დაღუპულია 17 ტერორისტი.

https://youtu.be/Bl1OeFaLDaA

banner
წინა სტატიაშითამარ ლალიაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არა – დოლიძეს, არა – ლალიაშვილს, არა – თოდუას, მაგრამ კი – მურუსიძეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა