ახოსპირელის მესამე შესახვევის #5-ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ლესელიძის მახლობლად, ახოსპირელის მესამე შესახვევის #5-ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცახადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შსს-ს განმარტებით, ნგრევა სახლის სიძველემ გამოიწვია და ფაქტზე გამოძიება არ დაიწყება.

capture_4adc1

 

თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში, დროებით ქირით უზრუნველყოფს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახოსპირელის მესამე ჩიხის N8/9-ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.

„სახლის აღნიშნულ ნაწილში მოსახლეობა არ ცხოვრობს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. შემთხვევის ადგილი ნანგრევებისგან გაიწმინდა და მომხდარის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება. მომიჯნავედ არსებულ შენობებში მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, მერია დროებით ქირით გაიყვანს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: ვაშინგტონი საქართველოს 10 მილიონს მისცემს
შემდეგი სტატიასტატიების არასწორი გაზიარება, რეალური რეიტინგი და სტატისტიკური მონაცმები