“ახმედ ჩატაევი საქართველოში ქართულმა სპეცსამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურის მოთხოვნით შემოიყვანა”-დავით მაყიშვილი

ახმედ ჩატაევი საქართველოში ქართული სპეცსამსახურის დახმარებით შემოვიდა. ამის შესახებ განცხადება „არჩევანში“ თადარიგის პოლკოვნიკმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დავით მაყიშვილმა გააკეთა. მისი თქმით რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურები დიდი ხანია თანამშრომლობენ.

„საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების თხოვნით თუ დავალებით ქართული სპეცსამსახურების დამსახურებით ჩატაევი აღმოჩნდა საქართველოში,“-განაცხადა დავით მაყიშვილმა.

მისი განცხადებით ახმედ ჩატაევის სახელი და გვარი ქართველ სპეცრაზმელებთან კავშირში რამდენჯერმე დაფიქსირდა. მათ შორის, ლაფანყურის ოპერაციის დროს. დავით მაყიშვილის თქმით ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ქართული მხარე შეეცადა მოლაპარაკებებში გამოეყენებინა ახმედ ჩატაევი შუამავლად იმ დაჯგუფებასთან რომელიც აპირებდა რუსეთში გადასვლას, თუმცა ის ამ ჯგუფს შეუერთდა და მოუწოდა, რომ არ ჩაბარებოდნენ ქართულ მხარეს. ლაფანყურის სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე კი დავით მაყიშვილის თქმით დაღესტანში უკვე მობილიზებული იყო რუსეთის შინაგანი დანაყოფები და ფე ეს ბე. ისინი ელოდნენ ამ ჯგუფს, რომ გადასულიყვნენ საქართველოდან და შემდეგ ეს რუსეთს გამოეყენებინა პროვოკაციისთვის. თადარიგის პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი იყო აგენტი რუსეთის და ის ცდილობდა გადაეყვანა ტერორისტები რუსეთის მხარეს, რათა შემდეგ რუსეთს ეს ფაქტი გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ.

პოლკოვნიკი აცხადებს, რომ მაშინ ჯგუფის გარკვეული ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა, ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. დაპატიმრებული იქნა ახმედ ჩატაევი, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების პარალელურად გათავისუფლდა ციხიდან. მისი თქმით ამის შემდეგ ჩატაევის კვალი გაქრა. თურქეთის ტერაქტამდე მისი შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

მაყიშვილის თქმით მოგვიანებით რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ჩატაევმა წარუმატებელი ოპერაცია ჩაატარა, რასაც მისი დაჯგუფების 200 კაცი შეეწირა. ამის შემდეგ კი მის აგენტობასთან დაკავშირებით ეჭვი აი სი სი-ს მეთაურებსაც გაუჩნდათ.

მაყიშვილი ამბობს, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურის ჩარევით შეძლო ჩატაევმა დაეტოვებინა სირია და შემდეგ მათივე დახმარებით მოახერხა საქართველოში შემოსვლა, რაშიც მას ქართული სპეცსამსახური დაეხმარა.

თადარიგის პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ჩატაევი მის დაჯგუფებასთან ერთად საქართველოში გამოსაზამთრებლად და ევროპაში ოპერაციების დასაგეგმად შემოიყვანეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი გამოეყენებინათ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, მისი თქმით ბინა, რომელშიც დაჯგუფების წევრები იმყოფებოდნენ, სპეცსამსახურმა უქირავა მათ. გარე სამყაროსთან მათი კავშირი იყო დუდაევი, რომელიც შსს-ს ოპერატიულ ძებნაში მოხვდა და სწორედ ამ უწყებამ დაიწყო აყვანის სპეცოპერაცია, რაც მედიამაც გააშუქა. ამ პროცესის შესახებ კი სუს-მა დაგვიანებით გაიგო და შემდეგ შეჩერება შეუძლებელი გახდა.

მაყიშვილის თქმით, ჩატაევს ქართულმა სპეცსამსახურებმა უქირავეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებული ბინა და შეასახლეს. როგორც მაყიშვილის განმარტავს, ჩატაევი არ გამოდიოდა სახლიდან, რადგან ის ადვილად ამოსაცნობი იყო. მისივე თქმით დუდაევი მოხვდა შსს-ს ოპერატიული ძიების ქვეშ მოხდა მისი დაკავება და მისამართი, სადაც ცხოვრობდა ჩატაევი, მივიდა შსს-მდე.

პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ორი ძალოვანი უწყება შეთანხმდა ბოლომდე გაენადგურებინდათ ტერორისტები ისე, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი გამხდარიყო.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეაში ბალესტიკური რაკეტის გაშვება მოხდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ჩატაევი შემოიყვანეს საზღვარზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებულად