ახლობლების ინფორმაციით, ბაბუცა გორდაძეს მკურნალობა ესაჭიროება

news
: news თებერვალი 29, 2016 11:48 განახლებულია

ახლობლების ინფორმაციით, ბაბუცა გორდაძეს მკურნალობა ესაჭიროება

მნიშვნელოვანი

  • მალაიზიაში გასამართლებულ ბაბუცა გორდაძეს მკურნალობა ესაჭიროება. შესაბამისი კომენტარი სამტრედიაში, ჟურნალისტებთან საუბარში მისმა ახლობლებმა გააკეთეს.

სხვა სტატიები

მალაიზიაში გასამართლებულ ბაბუცა გორდაძეს მკურნალობა ესაჭიროება. შესაბამისი კომენტარი სამტრედიაში, ჟურნალისტებთან საუბარში მისმა ახლობლებმა გააკეთეს.

გორდაძე, რომელიც საქართველოში მალაიზიიდან გუშინ დაბრუნდა, წარმოშობით სამტრედიიდანაა, თუმცა ამ დროისთვის, მკურნალობის მიზნით, თბილისში რჩება.

“ის ავად არის და სამკურნალოდ თბილისში დარჩა”, – განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა. გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სავარაუდოდ, ბაქოს რეისით ჩამოვიდა. ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი გადაღების საშუალება არ მისცეს.

ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი. ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და სიკვდილით დასჯა პატიმრობით შეეცვალათ.

news
: news თებერვალი 29, 2016 11:48 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics