ახლადგახსნილი გვირაბით ევროპიდან აზიაში პირველად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ბინალი ილდირიმი და გიორგი კვირიკაშვილი გადავიდნენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბოლში, „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ზღვის ქვეშ გაყვანილი 14,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბი, ევროპისა და აზიის კონტინენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

“ევრაზიის გვირაბის” 5,4-კილომეტრიანი მონაკვეთი ბოსფორის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით აგებული ორსართულიანი გვირაბისა და დაკავშირებული გვირაბებისგან შედგება.

ახლადგახსნილი გვირაბით ევროპიდან აზიაში პირველად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ცერემონიაზე მიწვეული სტუმრები გადავიდნენ.

გვირაბის ყველაზე ღრმა ადგილას თურქეთის პრეზიდენტმა სამახსოვრო დაფა გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები, განათლების გაძლიერებით წყდება
შემდეგი სტატიაევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა შეაჯამეს