ახლა უნდა დაველოდოთ რა რეაქცია მოყვება ამ საშინელ სკანდალს გადაწყვეტილების მიმღები ,,ცენტრის” მიერ

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია მაისი 16, 2017 01:58

ახლა უნდა დაველოდოთ რა რეაქცია მოყვება ამ საშინელ სკანდალს გადაწყვეტილების მიმღები ,,ცენტრის” მიერ

“აუდიტის სამსახურმა ეს საქმე უნდა გადასცეს მთავარ პროკურატურას, მთავარ პროკურატურასთან ჩრიდილოვანი კავშირები შესაძლოა ჰქონდეს ვიღაცას, კონკრეტულ გვარსა და სახელს არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ცდილობს ერთის მხრივ მოხდეს ამ საქმეების ბლოკირება, მაგრამ ამასთანავე, ეს ამოცანა ისე უნდა შესრულდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ,,ცენტრამდე” ეს ამბავი არ მივიდეს, ანუ არ გასკდეს” – ამ განცხადებას ,,ალიასთან” საუბარაში ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს და მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პრეცენტენტი.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ჩინოვნიკები აგრესიულ ქმედებაზე გადადიან და ამის გასაჯაროების არ ეშიანიათ, ეს უკვე დიდი პრობლმაა. და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ,,ცენტრი“.

,,როცა აშკარა ქმედებებზე გადადიან ეს ნიშნავს, რომ უკევ აღარავის ერიდებიან, არ ეშინიათ, რომც გასაჯაროვდეს ყველა ის ინფორმაცია რაც მათ შესახებ არსებობს, სწორედ აქ არის ხიფათი ჩადებული. სანამ სისტემა მუშაობს ისე როცა ზედა რგოლების მიმართ შიში არსებობს, მანამდე კიდევ მეტ-ნაკლებად კონტროლირებადია სიტუაცია. მაგრამ როცა ისეთ აგრესიულ ქმედებებზე გადადიან ჩინოვნიკები როცა გსაჯაროებისაც არ ეშიანიათ, აქ უკვე დიდი პრობლემაა. ახლა უნდა დაველოდოთ რა რეაქცია მოყვება ამ საშინელ სკანდალს გადაწყვეტილების მიმღები ,,ცენტრის” მიერ. თუ ეს რეაქცია, იქნება მაქსიმალურად აგრესიული და სადამსჯელო, ეს არის ერთი განვითარება, მაგრამ თუ მოხდა ამ საქმის ჩაფარცხვა მაშინ როგორც ჩანს უარეს ვითარებაში აღმოვჩნებით და სერიოზული კრიზისის წინაშე დადგება ხელისუფლება“, აცხადებს ხუხაშვილი ,,ალიასთან” საუბარში.

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია მაისი 16, 2017 01:58
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


6,216
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics