„ახლა წყდება არჩევნების რეალური ბედი”- ლიდერთა საბჭო

„ამ წუთებში, ახლა წყდება არჩევნების რეალური ბედი, გადაწყდება იქნება თუ არა მეორე ტური,“ – ეს განცხადება ლიდერთა საბჭოს წევრმა მერობის კანდიდატებმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გააკეთეს. მათი თქმით, თითოეული ხმა უნდა დაიცვან.

ლიდერთა საბჭომ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცედურა.

ლიდერთა საბჭოს წევრების განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე ფონზე მიმდინარეობდა. მათი შეფასებით, დაფიქსირდა, რომ იყო უპრეცენდენტო ზეწოლა, იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ცალკეული უბნებიდან მისი პარტიის წარმომადგენლების გამოყრა დაიწყეს.

“ლეიბორისტულმა პარტიამ” ამომრჩეველს “საბრძოლო მზადყოფნისკენ” მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა : ეგზიტპოლს არ განვიხილავთ როგორც შედეგს, ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება
შემდეგი სტატია“ლეიბორისტულმა პარტიამ” ამომრჩეველს “საბრძოლო მზადყოფნისკენ” მოუწოდა