“ახლა მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირისაც”

ჩვენ ვცდილობთ, დავსვათ ყველა კითხვა ახლა, რადაგან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ დრო აღარ გვექნება,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია გაბრიელმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკომიტეტოს განხილვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. საქართველომ ამისათვის დიდი ძალისხმევა გასწია. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი მოქალაქეებს, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირისაც. სწორედ ახლა არის დრო, დავსვათ კითხვები გარკვეულზე გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაცია, ორგანიზებული დანაშაული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტები. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა“,-აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, პროცედურა დაიწყო სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში და ამ საკითხზე სულ მცირე ორი ან სამი დისკუსია გაიმართება.

„ეს ნორმალური პროცედურაა. ჩვენს კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ შეგვიძლია, გადავინაცვლოთ პლენარულ სხდომაზე, სადაც უკვე სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე გაიმართება საბოლოო კენჭისყრა“, – განაცხადა მარია გაბრიელმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მარია გაბრიელის განცახადებით, მისთვის უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება ევროპარლამენტს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განსახილველად.

„მე პატივს ვცემ ევროკომისიას, თუმცა ევროპარლამენტს საკუთარი პროცედურა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ნორმალურად გაიმართოს განხილვები, კენჭისყრით, მტკიცე განზრახვით”, – აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა, რომელიც საქართველოს საკითხზე დღეს მომხსენებლი იყო.

banner
წინა სტატიაში“იმედის” გენერალური დირექტორი შალვა რამიშვილთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის სამმა კომიტეტმა საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა