“ახლა ჯერი დიდ ქვეყნებზეა, რათა ქართველი ხალხის წინაშე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ”

ზოგიერთი გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს, თუმცა გვჯერა, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველომ გაატარა ყველა რეფორმა, რომელიც ევროკავშირმა სამოქმედო გეგმით მოითხოვა.

„ახლა არის ჯერი დიდ ქვეყნებზე, რომ მათ მიიღონ ქართველი ხალხის წინაშე სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ის, რომ ზოგიერთი გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს, თუმცა გვჯერა, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში მონაწილეობის მსურველმა მინისტრებმა თანამდებობა საარჩევნო სიის წარდგენის მომენტიდან უნდა დატოვონ
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში 199, 999 ლარის ღირებულების პროექტი დაიწყო