ახალი წლიდან საუდის არაბეთში ქალებს მოტოციკლეტების ტარების უფლება ეძლევათ

2018 წლიდან საუდის არაბეთში ქალებს ეძლევათ უფლება, რომ მსუბუქი ავტომობილების გარდა ატარონ სატვირთო მანქანები და მოტოციკლეტები. ამის შესახებ წერს გამოცემა “Arabian Business”.
კანონი ახალი წლიდან შედის ძალაში. ადგილობრივი ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ავტომანქანებზე, რომელსაც ქალები მართავენ, არ იქნება რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, მაგრამ თუ ისინი დაარღვევენ მოძრაობის წესებს, მათ სპეციალურ ცენტრში უკრავენ თავს, რომლის ადმინისტრაცია ქალებით იქნება დაკომპლექტებული.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში, ქალის სქესის ოჯახის წევრს არა აქვს უფლება ოჯახის უფროსის – მამაკაცის ნებართვის გარეშე მიიღოს განათლება, იმოგზაუროს ან გასართობად წავიდეს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს 40 წელი უსრულდება
შემდეგი სტატია ISIS-ი ცოცხალია და ბრძოლას განაგრძობს (+18 ფოტოები)