“ახალი საქართველო” მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს

“ახალი საქართველო” მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევისა და ისანი-სამგორის რაიონის ამ ტერიტორიისთვის საქართველოს გამზირის დარქმევის ინიციატივით გამოდის.

გიორგი ვაშაძემ უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, შემუშავებულია მანიფესტი, რომელიც ინტერნეტშიც არის განთავსებული, დღეს კი აქტივისტებმა ხელმოწერების შეგროვება თავად გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობაში დაიწყეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით,მ ათი ინიციატივა არ მოიცავს მხოლოდ ამ გამზირისთვის სახელის გადარქმევას, არამედ ეს არის ერთი მთლიანი კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ეს გამზირი გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. საქართველოს გამზირის კონცეპტუალური განვითარება ხელს შეუწყობს გამზირზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

“აქ არის ორი საკითხი, პირველი – ვფიქრობთ, რომ მოსკოვის გამზირი არ უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც თანამედროვე ქალაქების განვითარება გულისხმობს, რომ ყველა უბანს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ამ გამზირზე უნდა გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია ბიზნესთან თანამშრომლობით. გახსნან კაფეები, სასტუმროები, ასევე გამზირზე შესაძლებელია, გავაცოცხლოთ ჩვენი ისტორია, სხვდასხვა პერიოდები, ბრძოლები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იყო, ისტორიული ფაქტები და ეს გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი. ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ მივმართოთ საკრებულოს და განვახორციელოთ ეს კონცეფცია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში შეიარაღებული პირები გამვლელებს თავს დაესხნენ – არიან დაღუპულები
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში პარტია “ევროპულ საქართველოს” ახალი ლიდერი ჰყავს