“ახალი საქართველო” ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის

„ახალმა საქართველომ” ანტიკორუფციული ბიუროს დაფუძნების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ბიუროს მთავარი მიზანი, კორუფციული ფაქტების გამოვლენა და მისი დამარცხებაა. დღევანდელ ღონისძიებაზე, პოლიტიკური პლატფორმის წევრებმა, სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიებზე ისაუბრეს. განიხილეს ის საქმეები, რომელიც 3 წლიანი მუშაობის პერიოდში, მათი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

”ეს ბრძოლა კიდევ უფრო პრობლემურია, იმიტომ რომ უფრო მეტი პროფესიონალიზმია საჭირო. სწორედ ამიტომ ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროს,”- განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ბიუროსთვის საერთაშორისო ექსპერტებიც იმუშავებენ. ვაშაძე კორუმპირებულ მაღალი თანამდებობის პირებს აფრთხილებს. ”გეშინოდეთ კორუმპირებულო ჩინოვნიკებო, იმიტომ რომ თქვენ მოგიწევთ ციხეში წასვლა და მოპარული ფულის ბიუჯეტში დავრუნება. აი ამას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. დღეიდან ვაცხადებ კონკურსს პროფესიონალ გამომძიებლებზე, რომლებიც სპეციალურ ტრენინგს გაივლიან ვკი გამოძიებაში. ესაა სრულიად ახალი სისტემა, რომელიც ჩვენ შევქმენით.” -ამბობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი იქნება. ბოლო 3 წლის განმავლობაში, “ახალი საქართველოს” გუნდის მიერ ჩატარებულია 119 კვლევა. შედეგად, აღმოჩენილ კორუფციულ ფაქტებზე დაკავებულია 11 თანამდებობის პირი, ათობით საჯარო მოხელეს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო არის ჩამოშლილი, მოქალაქეები დაცულები არ არიან”- ენმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ვანგა არ ვარ” – მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს?