ირაკლი ტაბლიაშვილი:„ახალი პოლიტიკური კლასის ხელოვნურად ჩამოყალიბება არ გამოვა!

„საზოგადებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

ირაკლი ტაბლიაშვილი–"დანის პირზე სიარულისას ომი ცხელ ფაზაში არ უნდა გადავზარდოთ"

რესპუბლიკელთა განცხადება კოლაიციის დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოა, ფაქტიურად… თუმცა, ეს დაშლა უკვე დაანონსებულია, რაც დამატებით მიგვანიშნებს, რომ არც მრეწველები, არც კონსერვატორები, არც ფორუმი, არც სოციალ-დემოკრატები და არც მწვანეები, აგრეთვე, სხვა პარტიები (თუ არიან კიდევ, არ ვიცი), ამ კოალიიციაში აღარ იქნებიან. ბარიერის გადალახვა კი უკლებლივ ყველას გაუჭირდება. ჩემი აზრით, რესპუბლიკელებსაც. ამომრჩეველთა ერთი ნაწილი კოალიციას იმიტომ უჭერდა მხარს, რომ იქ რესპუბლიკელები ეგულებოდა… ვისაც მიაჩნდა, რომ კოალიცია დასავლურია, მას რწმენა შეერყევა… ახლა კი ისმის კითხვა – ვის, როგორი ტიპის ამომრჩეველს დაეყრდნობა პარტია “ქართული ოცნება?”… ჩემი აზრით, ამ გზით მან ამომრჩეველი წაართვა, უფრო კი გამოართვა ღიად პრო-რუსულ ძალებს… ხოლო თავად დაკარგა ხსენებული პრო-დასავლელების ნაწილი, ანუ ისინი, ვისაც არც ნაციონალები ეხატება გულზე და არც თავ.დემები. პროდასავლელზე მეტი პრო-რუსი ამომრჩეველი გვყავს? პირადად მე ეჭვი მეპარება. ახლა ოცნების დარდია სია… საკუთარი სია!.. მან უნდა აჩვენოს, რომ აღარ ეყრდნობა კოლექტიურ მეჭიაურს თუ პლებეური ტრიადის ცრუ სხვა ღმერთებს… და რომც აჩვენოს, რა? სულ რომ ახალგაზრდებს მოუყაროს თავი პარტიაში და ამ ახალგაზრდებმა ბევრი რომ ისაუბრონ დასვლეთის აუცილებლობაზე, რა შეიცვლება? უკვე არსებულ პირებს, რომლებიც არ არიან სპორტსმენები და მეჭიაურები, მათ რას უზამს? ასე ერთიანად გაუშვებს ყველას? თუ დააბალანსებს საკუთარ სიას იმ პირებითაც, რომლებიც დღევანდელ პარლამენტში არიან და არ არიან ხსენებული ტრიადის წევრები?! და რომც გააკეთოს ასე – რომის პაპზე მეტი კათოლიკეებით კი არა, ვერბალურად მართებულად მოსაუბრე პირებით რომ გაჯერდეს ოცნების სია, ამით რა შეიცვლება? ახალი პოლიტიკური კლასის ხელოვნურად ჩამოყალიბება, უბრალოდ, არ გამოვა… კლასი თავისთავად ყალიბდება… ზედმეტი ინექციების გარეშე-წერს ირაკლი ტაბლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ოპოზიციაში არ მივდივართ, რადგან ერთად ვმართავთ ქვეყნას
შემდეგი სტატიაგაიცემა თუ არა 2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი? – შემოსავლების სამსახურის კომენტარი