“ახალი პოლიტიკური ცენტრი” მთავრობას ხარჯების შეკვეცას ურჩევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასა და პენსიის ზრდის რეალური შესაძლებლობის გამოყენებას მოითხოვს. ყოფილი თანაპარტიელების ამ განცხაებას ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება. ჯაფარიძე მოუწოდებს მთავრობას, რომ შეკვეცოს ხარჯები.

“ცხადია ბიუჯეტის ხაზებს შორის შეიძლება რაღაც გადათამაშება თუნდაც პენსიებზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო სოციალური ხარჯები გაიზარდოს არამედ
ზოგადად ხარჯები შეიკვეცოს. ეს შემდეგ მოგვცემს შედეგს, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს მათ შორის პენსიებიც,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი არის გაბითურებული,”-ირმა ნადირაშვილი
შემდეგი სტატია„საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა“