ახალი მთავარი პროკურორი ხალხმა აირჩიოს (video)

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოითხოვს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგეს, ხოლო ახალი მთავარი პროკურორი ხალხმა აირჩიოს, -ამის შესახებ სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ვის უნდა ახალი შოთაძის მოყვანა, წულუკიანს, რომელმაც ტაშ-ფანდურით გააცილა დამნაშავე?! მე ამ პიროვნებას აღარ ვენდობი. გადადგეს წულუკიანიც და ხალხმა გადაწყვიტოს, მომავალ პროკურორად ვინ აირჩიოს. მე პირადად ვაცხადებ, რომ ბრძოლას არ შევწყვეტ მანამდე, სანამ ჩემი კონკრეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. წულუკიანს არავითარი უფლება არ აქვს, დანიშნოს გენერალური პროკურორი. არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები და წარადგინონ გენპროკურორის თანამდებობაზე, ვისაც ჩვენ ვენდობით“, – განაცხადა სარალიძემ.

 

https://youtu.be/-Wi6qUcDwDQ

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძემ გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა
შემდეგი სტატიაჩემ გვერდით მთელი საქართველო იქნება