ახალი მეტროსადგური – ნოდარ ჯავახიშვილს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

თბილისში 23–ე მეტროსადგური 2017 წელს გაიხსნება. მშენებლობა დღეს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

აშენდება მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები. მეტროდან ამოსავლელები კი ვაჟა–ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. რესტავრაცია ჩაუტარდება გვირაბებს.

“აქ მოსვლამდეც ვიცოდი, რომ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის. შეიძლება ვთქვათ, ფაქტობრივად გარანტირებულია, რომ დაგეგმილ ვადაში, მომავალი წლის მაისში, ეს პროექტი დასრულდება. თუმცა, ერთი შეხედვით პატარა პრეტენზიები ჩანს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ. ვფიქრობ, აქ ფრონტი უფრო დიდია, ვიდრე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. დღეს, ალბათ, მუნიციპალური განვითარების ფონდთანაც მექნება საუბარი და ზედამხედველებთანაც. გრაფიკი შედგენილია, მაგრამ საზოგადოებას რაც მალე მივცემთ ამ უმნიშვნელოვანესი არტერიის ერთ-ერთ სერიოზულ გაგრძელებას, მით უკეთესია. ამიტომ მიმაჩნია, რომ, ალბათ, არის გარკვეული ეკონომია,” – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიMars-მა გერმანიის ბაზრიდან შოკოლადები გაიწვია
შემდეგი სტატიაფონიჭალაში მოკლული ქალის ნათესავები, მკვლელობაში ყოფილი ქმრის მონაწილეობას უარყოფენ