,,ახალი მემარჯვენეები“ ბლოკის ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ სუბიექტი აღარაა

,,ახალი მემარჯვენეები“ ბლოკის ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ სუბიექტი აღარაა. არსებული ინფორმაციით, განაცხადი სუბიექტობის დატოვების შესახებ ცესკო-ში თამარ ჟვანიას სახელზე უკვე შესულია. სამართლებრივი პროცედურის თანახმად ,,ახალი მემარჯვენეების“ წევრები არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით მიიღებსდა მას შესაბამისად, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციაც უუქმდება. საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა ,,გირჩს“, რომელიც ასევე პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის სახელით იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ბლოკის სუბიექტს არც ის წარმოადგენს.

კონსულტაციები ჯერ კიდევარჩევნებამდე ორი თვით ადრე მიმდინარეობდა პაატა ბურჭულაძის ოფისში, ერთის მხრივ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან და მეორეს მხირვ, გირჩისა და გიორგი ვაშაძის ახალ საქართველოსთან. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძის გაერთიანებასთან კონსულტაციები ფართო პოლიტიკური კოალიციის შექმნას ისახავდა მიზნად, რომლის შემადგენლობაშიც მოიაზრებოდნენ, გირჩი, გიორგი ვაშაძის ახალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები და ედპ.

პაატა ბურუჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობის მხარდასაჭერი განცხადება გაერთიანებამ ,,ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი“ წინასაარჩევნოდ გამოუცხადა. აღნიშნულ გაერთიანებაში შედიოდნენ ,,ახალი მემარჯვენეებიც“. რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომლის ლიდერიც ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად განიხილებოდა, ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის ვადების დასრულებამდე, განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბაჩუკი ქარდავა არ აპირებდა პაატა ბურჭულაძის გაერთიანებასთან ედპ-ს შერწყმას. ედპ-ს ლიდერმა მაშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ ეს არ იყო ბლოკი, რომელიც ფართოა კოალიციას შექმნიდა, არამედ ადგილი ჰქონდა პარტიების შერწყმას, რაზედაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უარს ამბობდა.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე შესაბამის უწყებებს მიმართავს, შეისაწავლონ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები