ახალი გამოძიების ფარგლებში ციხისთავს გამოკითხავენ – ვახო სანაია გიორგი სანაიას საქმეზე საუბრობს

6 საათი გაგრძელდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე მისი ძმის, ვახო სანაიას გამოკითხვა.

ჟურნალისტმა გამომძიებლებს ოჯახის პოზიცია გააცნო, რომ საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პატიმარ კოტე ციხისთავის გამოკითხვაც იგეგმება. სწორედ ციხისთავის სკანდალური სატელევიზო განცხადების შემდეგ დაინტერესდა პროკურატურა.

ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის დამკვეთებად ყოფილი მაღალჩინოსნები დაასახელა.
„გამოკითხვა ეხებოდა არამხოლოდ იმ ეპიზოდს, რომელიც უკავშირდება ციხისთავის სატელევიზიო განცხადებებს, არამედ მთლიანად საქმესთან დაკავშირებით, ადრე ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, მე ჩემი ოჯახის პოზიცია კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და საქმე იყო გაყალბებული. ახლად დაწყებული გამოძიების ფარგლებში ციხისთავს გამოკითხავენ ოფიციალურად,“-განაცხადა ვახო სანაიამ.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძესთან მეუფე გრიგოლის ვიზიტს დეკანოზის ადვოკატი აფასებს
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – პროცესი მოსწავლის დაკითხვით გაგრძელდება